ტუსკი: ზელენსკის ზოგიერთი განცხადება გამაღიზიანებელია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „გაბრაზებულია“ უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის და კიევის ხელისუფლების ზოგიერთი განცხადების გამო.

„მეც ხანდახან მაღიზიანებს, როდესაც საზღვრის მეორე მხრიდან სულელურ განცხადებებს ვისმენ. მე ზელენსკის ავუხსენი: იზრუნე ჩვენზე ისე, როგორც ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე“, – თქვა ტუსკმა.

ამასთან, მან ზელენსკის ხელისუფლება „ისტორიული აზროვნების“, „პოლონელების მგრძნობელობის გაგებისა“ და თანაგრძნობის ნაკლებობაში.

ამავდროულად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვარშავა კვლავ დაინტერესებულია კიევის რუსეთთან კონფლიქტში დახმარებით.

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეწინააღმდეგება კიევისთვის რაიმე სახის შეღავათებს.

„ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის [ევროპული] ამბიციებით გავცვალოთ… თუმცა, ჩვენი მხრიდან არანაირი შეღავათიანი ტარიფი არ იქნება. პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ევროპული, უსაფრთხო და პოლონეთისთვის სასარგებლო პირობებით“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები