ირაკლი ხელაძე: ბიძინა ივანიშვილს უდიდესი როლი აქვს ჩვენს პოლიტიკურ ყოველდღიურობაში

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს, მის ფაქტორს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა შეცვალა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალმა კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა ღვაწლი აქვს მას საქართველოსთან მიმართებით.

„2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ მისი სახელის, მისი ფაქტორის, მისი როლის დაზიანებას თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარუმატებლად გამოსდით. ქართველ ხალხს არავის წაქეზება, არავის კარნახი არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის არის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი, რომელმაც მთლიანად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს სავარაუდოდ, რაოდენ სამწუხარო მოსასმენიც არ უნდა იყოს მავანისთვის, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით. არა ერთი ქარტეხილი გამოგვატარა ამ ადამიანმა თავისი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბიძიან ივანიშვილს ესხმიან თავს.

ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა უდიდესი როლი აქვს ჩვენს პოლიტიკურ ყოველდღიურობაში. როგორ შეიძლება ამ ადამიანს გვერდი აუარო და ისე მიიღო გადაწყვეტილებები?! თითქოს და არაფორმალურად უნდათ ამ პროცესის წარმოჩენა. ბიძინა ივანიშვილის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და რა თქმა უნდა, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რა თქმა უნდა გუნდურად, პოლიტიკური საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღება მსჯელობის და დისკუსიის შედეგად, სადაც რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს და რა თქმა უნდა მის აზრს და მის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები