“ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად, გული გაუჩერდა და გარდაიცვალა” – 13 წლის ლუკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ოჯახი მოზარდის გარდაცვალებაში კლინიკას ადანაშაულებს

13 წლის ლუკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის გარდაცვალების ფაქტზე ოჯახი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს ადანაშაულებს.

როგორც გარდაცვლილის და სოციალურ ქსელში წერს, მისი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, თუმცა ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად, მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

“მსურს საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს ვაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც ამ კლინიკაში დაგვტრიალდა. ჩემი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, თუმცა ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად, მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
გარდა სამედიცინო გულგრილობისა, კლინიკაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ნახვის უფლებას არ გვაძლევდნენ და გვაწამებდნენ. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას უფრთხილდით ამ კლინიკას!”- წერს გარდაცვლილი მოზარდის და.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები