ტრამპის მუქარის შემდეგ ირანმა თავისი არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოაქცია

ირანის შეიარაღებული ძალები საზღვრის დარღვევის შემთხვევაში მზადყოფნაში არიან, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე განაცხადა.

„ჩვენს ტერიტორიასთან ახლოს განლაგებული უცხოური ძალები მუდმივად რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომის, მარტივი უბედური შემთხვევების ან ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოქცევის პოტენციალის გამო. ამ რისკის შესამცირებლად, უცხოური ძალებისთვის საუკეთესო გამოსავალია, რაც შეიძლება სწრაფად გავიდნენ აქედან“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თეირანი დიპლომატიის ენას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა სხვა ენებსაც თავისუფლად ფლობს. არაღჩიმ დასძინა, რომ ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლები არ არის – ის აშშ-ის სანაპიროდან ათასობით მილის დაშორებით მდებარეობს.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ომანის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი ამერიკული Apache AH-64-ის ტიპის ვერტმფრენი ირანმა ჩამოაგდო და ვაშინგტონი ვალდებულია, ამ თავდასხმას უპასუხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები