გოგი მეშველიანი სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო-წირვა ლოცვას დაესწრო და მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე მიულოცა

10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი მამა ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ბოლნისში, რადგან ბოლნისის ეპარქიის წინამძღვრის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღეა.

ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო-წირვა ლოცვა აღევლინა, საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად დაესწრო.

„მთელი გულით ვულოცავ მეუფეს ანგელოზის, ღირსი ეფრემ ასურის ხსენების დღეს! ის გახლავთ გამორჩეული პიროვნება, ღირსეული წინამძღვარი, რომელთან ურთიერთობა განსაკუთრებით ღირებული და სულიერი სიმშვიდის მომგვრელია. მეუფის ღვაწლი კი ბოლნისის ეპარქიის გაძლიერებაში შეუფასებელია.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს და დიდხანს სიცოცხლეს.
მრავალჟამიერ მის მეუფებას”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები