იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა
პაატა სალიამ ფორუმის შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, – ამის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრმა მონაწილეები, 2026 წელს, თბილისში დაგეგმილ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.