სამტრედიაში, ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

,,ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც ანსამბლ „რანინასთან” ერთად, მონაწილეობდნენ ნეკა სებისკვერაძე და ბენდი.

საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იყო ჯანსუღ კახიძის ცნობილი სასიმღერო ნაწარმოებები”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები