ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მოსამართლე ზვიად ცეცკვავამ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს ელენე ხოშტარიას მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა. ხოშტარია პროცესს არ დასწრებია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.