თელავის მუნიციპალიტეტის, მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში, მიხეილ ბახბახაშვილი დააჯილდოვა

,,თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი ზაქრო კევლიშვილი და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ზაზანაშვილი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში, მიხეილ ბახბახაშვილს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და ფულადი პრიზით, 10 000 ლარით დააჯილდოვეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას, თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრმა და თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, მიხეილ ბახბახაშვილმა, მიმდინარე წლის აპრილში, მონტენეგროში, გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის სტატუსი, გასულ კვირას კი ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
მან ფინალში, 73კგ წონით კატეგორიაში, იაპონელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები