“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა მოსახლეობასთან შეხვედრები.
მერიის ინფორმაციით, 23 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა – ზაზა გულიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ – ჯუმბერ შუბითიძემ პირადად მიაწოდეს მოსახლეობას ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი ინფრასტრუქტურა;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
სოფლების მოსახლეობას პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პროექტებიდან და გამოყოფილი თანხით თავად ჰქონდა საშუალება, ხმათა უმრავლესობით, აერჩია განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტი.