გურჯაანში, ჭადრაკში, კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი გაიმართა

4-5 თებერვალს, ქ.გურჯაანში, კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჭადრაკო კლუბმა, რომელიც სახელგანთქმული მოჭადრაკეების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელს ატარებს, 16 და 18 წლამდე ასაკის ვაჟთა და გოგონათა კახეთის რეგიონულ პირველობას უმასპინძლა.

დებულების თანახმად, პირველ-მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები, საქართველოს პირველობაზე იასპარეზებენ.

ლაგოდეხის სახელით ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ 16 წლამდე ასაკში გოგონათა შორის ლიკა ბუზალაძე და სოფია ლიმარი. ხოლო 18 წლამდე ასაკში ანა და მარია ლიმარები.

16 წლამდე გოგონები

პირველი ადგილი – ლიკა ბუზალაძე;

მეორე ადგილი – სოფია ლიმარი;

მესამე ადგილი – ანა დათუაშვილი.

18 წლამდე გოგონები

პორველი ადგილი – მარია ლიმარი;

მეორე ადგილი – ანა ლიმარი;

მესამე ადგილი – მარიამ დათუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები