„რუსეთს არ სძინავს“ – ლიეტუვის პრეზიდენტი ჰააგაში ნატოს სამიტის დეკლარაციას ისტორიულს უწოდებს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ჰააგაში ნატოს სამიტის დეკლარაციას ისტორიულად მიიჩნევს, რადგან ის მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, ღირსეული პასუხი გასცენ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ ამას ისტორიულ დეკლარაციას ვუწოდებთ. ასევე, ისტორიულია ის, რომ ეს მოკავშირეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომ თავდაცვაზე მეტი დახარჯონ.

5% კრიტიკული დონეა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს არ სძინავს, რუსეთი ძალიან ძლიერად აძლიერებს თავის ძალებს, აწარმოებს უამრავ სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალას, სინამდვილეში აწარმოებს უფრო მეტს, ვიდრე ჩვენ ყველანი ერთად და ახლა დროა მივიღოთ გამოწვევა და ვიმოქმედოთ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრები ჰააგის სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები