ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს.

შესაბამის ინფორმაციას BBC-ი,  ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობით, სიკვდილმისჯილი სამი ადამიანი დამნაშავედ ცნეს ქვეყანაში მკვლელობების განსახორციელებლად აღჭურვილობის უკანონოდ შეტანის მცდელობისთვის.

ასევე, ირანში 700 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც 12-დღიანი კონფლიქტის დროს ისრაელთან კავშირში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები