ხულოს მერია: მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული 16 სოციალური პროგრამა ხორციელდება, მათ შორის – სამი ახალი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ხულოში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული 16 სოციალური პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, სამი ახალი.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამები:
• მრავალშვილიან ოჯახებზე ფინანსური დახმარება;
• სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
• დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
• ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახერბზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• ბავშვთა რეაბილიტაციიის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება;
• მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდით მომსახურება;
• ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფა;
• მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
• მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსური დახმარების გაწევა;
• შშმ ბავშვებისათვის კლიმატოთერაპიის კურსის ჩატარება;
• ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება;
• ავარიული სახლების მქონე და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფა;
• მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა;
• მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციარებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
• უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• წითელი ჯვრის თანადაფინანსება.