ხანძარი ხელვაჩაურში – ცეცხლი ჩაის პლანტაციაში გაჩნდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატეხიაში ხანძარია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლი ჩაის პლანტაციაში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არის.

“კვირა” დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები