ირაკლი კობახიძე – პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ვეცდებით, მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში დავიწყოთ პროცედურები სოფელ დუისში საჯარო სკოლის მშენებლობისთვის
ჩვენ გვაქვს შედგენილი პრიორიტეტული სკოლების სია და ამ სიაში შედის სოფელ დუისის სკოლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
„ჩვენ სია გვაქვს შედგენილი პრიორიტეტული სკოლების და ამ სიაში შედის სოფელ დუისის სკოლა. შესაბამისად, პროცედურები დაიწყება და ვეცდებით, მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში, პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები და შესაბამისად, საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ დუისში”, – განაცხადა პრემიერმა.