ლევან მაჭავარიანი: ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

,,ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა,  ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2028
წლის ბოლოსთვის ვალდებულებების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული.

„ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ 2030 წელს, როგორც თვითონ ევროკავშირსაც აქვს დაანონსებული, დაიწყება გაფართოება. ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს. 2028 წლის ბოლოსთვის გვექნება შესრულებული 90%-ზე მეტი. ეს არის ძირითადი გზამკვლევი, რამაც უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირამდე. დანარჩენი – ძლიერი ეკონომიკა არის ამის მთავარი წინაპირობა, ხოლო ის გეოპოლიტიკური კონტურები, რომელიც დღეს გამოკვეთილია, თავიდან ბოლომდე იცვლება. ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას. მთავარი ამოცანა და დღის წესრიგი არის ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი, ვიდრე არის დღეს. ვატარებთ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. იგივე ის კანონები, რომლებიც ვიღაც-ვიღაცებმა დაგვიწუნეს, რადგან არ აწყობთ თანხების გამოაშკარავება, რომელიც უცხოეთიდან ხმარდება რევოლუციების დაფინანსებებს და ა.შ.“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები