მამუკა მდინარაძე: თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა

,,თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა”, – ამის შესახებ, ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი წარმოადგენს ქართველ ხალხს და არავის სხვას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსულის, მშობლების, ოჯახების პატივისცემაზე, წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარით თუ ევროთი ფინანსდებოდა ამის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია, ამიტომაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ზრუნვა მომავალზე არის იმის გარანტი, რომ მომავალმა თაობებმა პატივი სცენ საკუთარ წარსულს და ღირსეული მომავალი უზრუნველყონ.

თუ ჩვენ არ ვცემთ ჩვენს მშობლებს, ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ტრადიციებს პატივს, ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავალი თაობების ღირსეულ მომავალს და ეს შვილებიც სხვანაირად, სწორად ამ ღირებულებებზე ვერ გაიზრდებიან.

და როდესაც კითხვა ისმის, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ ხედვებს და დეტალებში ჩადის აბსოლუტური გონიერებით და სიზუსტით, ამ დროს ვის წარმოადგენთ თქვენ, ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არცერთი ჩვენგანი არავის სხვას.

და თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა.

და ვინ არის ეს გუნდი და ვინ ვართ ჩვენ. ვინ არის ჯერ „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება“ არის აი ეს გუნდი, 41 ათასზე მეტი წევრი ამ გუნდისა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწიეს და ასე თამამად შეუძლიათ ლაპარაკი.

და რა არის ჩვენი „ქართული ოცნება“. როდესაც ირაკლი კობახიძის იმ სიტყვებს უსმენთ, რომელიც ორიენტირებულია დემოგრაფიაზე, კორუფციის აღმოფხვრაზე და ა.შ. ეროვნულ საკითხებზე, რა პრიორიტეტები გვაქვს. ამ კითხვაზე პასუხამდე რომ მივიდე, რამდენიმე საკითხს ძალიან მოკლედ შევეხები და შემდეგ ძალიან კონკრეტულ პასუხს გავცემ ჩემივე დასმულ ამ კითხვას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები