ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

თვრინი-ალავერდის გზაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა, ავტომობილის მგზავრი ქალი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომობილის მძღოლი.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები