მამუკა მდინარაძე: აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს დებენ მათ ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას

,,აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს დებენ მათ ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ ამ საინფორმაციო საშუალებებთან. ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ დაექვემდებარება ნურავის შანტაჟს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსის თუ საჯარო მოხელის მთავარი იარაღი არის სიმართლე და ამიტომ არ უნდა შეეშინდეთ აგენტურული ტელევიზიების მხრიდან წამოსული შანტაჟის.

„ბოლო დროს, მათ შორის აგენტურული ტელევიზიების მხრიდან შეიმჩნევა ახალი ტენდენცია. როგორც ჩანს, როგორც კი ფული მოაკლდათ, გარედან დაფინანსებული იმ წუთას გადავიდნენ ასეთ საინფორმაციო პოლიტიკაზე – განსაკუთრებით კორუფციაში ბრალს დებენ იმ ადამიანებს ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. გვაქვს მოცემულობა, როდესაც ისინი ბედავენ შანტაჟსაც კი კონკრეტული, პატიოსანი მოხელეების მათ შორის ბიზნესების, რომ ისინი თუ არ „დალაგდებიან“ ამ საინფორმაციო საშუალებებთან ისინი მოახდენენ მათ დისკრედიტაციას. ვიღაცები შეშინებულები „ულაგდებიან“ კიდეც. ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ დაექვემდებარება ნურავის შანტაჟს, მართალ და სუფთა ადამიანს არაფრის უნდა ეშინოდეს. რაც არ უნდა დააბრალონ პატიოსან მოხელეს თუ პოლიტიკოსს ვერაფერს დააკლებენ იმიტომ, რომ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლის გატანა გაცილებით მარტივია. ეს შემთხვევით არ მითქვამს და ბევრს ძალიან ცუდად მოხვდებოდა ყურში და გულზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები