გორის მერია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში შშმ ახალგაზრდებს ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადებას შეასწავლის

გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამას. ამის შესახებ მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში გორის მერია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში შშმ ახალგაზრდებს ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადებას შეასწავლის.

“თანადაფინანსებული პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების გადამზადება ტიხრული მინანქრის ხელობაში და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა. ასევე პროექტში ჩართული პირების საზოგადოებაში ადაპტაცია და გამოფენებში მონაწილეობის მიღება.

პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან შშმ ახალგაზრდები, რომლებიც კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან არსებულ დღის ცენტრში სწავლობენ.

თანადაფინანსების პროექტს გორის მერია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით რამდენიმე წელია ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები