სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები, აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფელ აფენის, ფოდაანის, გვიმრიანის, ზემო ნაშოვარის, ქვემო ნაშოვარის, ჭაბუკიანისა და ონანაურის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წელს, აფენის თემის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, სადაც ყველა ასაკის მოქალაქეს, კომფორტული დასვენების შესაძლებლობა ექნება.
მათი ცნობით, დასასვენებელ სკვერში მოეწყობა ატრაქციონები, დამონტაჟდება სკამები, დეკორატიული გარე განათებები, სანაგვე ურნები, კეთილმოეწყობა სავალი ბილიკები, გაფორმდება დეკორატიული ფილით და მწვანე მრავალწლიანი ნარგავით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ მემორიალს.
ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, სოფლის საერთო კრებას, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.