ფეისბუქჯგუფის ,,სამტრედიელები” ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს

სოციალური ქსელის, ფეიბუქის, მრავალრიცხოვანი ჯგუფის ,,სამტრედიელები” ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს.

“ქველმოქმედი სამტრედიელები”, სწორედ ჯგუფმა და ამ მიზანმა გააერთიანა, ამ წამოწყების წევრებმა საახალწლოდ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათი მიუტანეს.

“ჯგუფში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებულმა ერთ-ერთმა საქველმოქმედო აქციამ, რის შემდეგაც, ბევრმა სამტრედიელმა გამოთქვა სურვილი – ქველმოქმედებაში ჩართულიყო, ჩვენ კი – მომავალშიც არაერთ ოჯახს გავახარებთ”, – ჯგუფის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა, ზაკო ლეჟავამ.

ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები