სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული პირების უფლებადამცველები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის სხვადასხვა ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

დაკავებულები – გიორგი ცინდელიანი და როლანდ აფრასიძე ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

როლანდ აფრასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 117-ე მუხლებით წარედგინა, რომლებიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ხოლო გიორგი ცინდელიანს ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები