კახა თარგამაძე: საქართველოს ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული პრეზიდენტი

საქართველოს ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული პრეზიდენტი, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ განუცხადა. თარგამაძემ ერთი საათის წინ შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე უარი უთხრა.
„ჩემთვის ისედაც ნათელი გახდა, მას შემდეგ რაც აკო მინაშვილის განცხადებას გავეცანი. ჩემი მოსაზრებით, პრეზიდენტის ადმინისტაციამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ინფორმაცია მიაწოდა და ამიტომაც ატეხეს აჟიოტაჟი, თორემ ჩემი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე თვეზე მეტია რაც დევს და მაინცდამაინც ახლა რატომ ატეხეხეს აჟიოტაჟი „ნაციონალებმა“.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაბის“ მიერ არის კონტროლირებული. მე სამჯერ მაქვს ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენი მიღებული, რის საფუძველზე მითხრა უარი, ვერ ამიხსნია. მე არ აღმიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა და სხვა ეროვნების მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებენ, არ ვიცი რა ვთქვა“, – აღნიშნა კახა თარგამაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალეობის აღდგენაზე უარი უთხრა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი. ამასთან, გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკო მინაშვილმა საქართველოს პრეზიდეტნს მოუწოდა, რომ კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭებინა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, იუსტიციის სახლს 2014 წლის ივლისში მიმართა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშილს უნდა მიეღო. როგორც კახა თარგამაძემ „კვირას“ განუცხადა, ანალოგიური მოთხოვნით მისმა მეუღლემ და შვილმა იუსტიციის სახლს ჯერ კიდევ 7-8 თვის წინ მიმართეს. მითი თქმით, მათ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს.
შს ყოფილმა მინისტრმა საქართველო 2003 წელს, “ვარდების რევოლუციამდე” დატოვა და რუსეთის მოქალაქე გახდა. კახა თარგამაძე საქართველოში სამი დღის წინ ოჯახთან ერთად იტალიიდან ჩამოვიდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები