თამარ ტალიაშვილი: მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალზე, რომლის ინიციატორი და მასპინძელია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე

დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი ესწრება.

მისი თქმით, მინისტერიალი მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას.

„საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალზე, რომლის ინიციატორი და მასპინძელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. აღნიშნული მინისტერიალი მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას.

დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება დისკუსიაზე, რომელიც დაეთმობა ამ მომძლავრებული საერთაშორისო გამოწვევის, ერთი მხრივ, შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას“, – აღნიშნა ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები