“სააკაშვილმა, ვარშალომიძემ და ბაქრაძემ ფხუკეთში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 127 ათასი ლარი დახარჯეს”
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და ლევან ვარშალომიძე 2012 წლის მარტში ფხუკეთში იყვნენ წასულები, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიტან 127 ათასი ლარი დაიხარჯა.
„2012 წლის მარტის ბოლოს, როცა სააკაშვილმა, ვარშალომიძემ და ბაქრაძემ ფხუკეთში დურთეს თავი, სამხრეთ კორეაში 27-28 მარტს ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ტარდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილი სწორედ ამ სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა. ატომური ბომბივით აფეთქებული და სექსუალურად აღტყინებული სააკაშვილი, ვარშალომიძე და ბაქრაძე ბირთვული სამიტის დასრულების შემდეგ დააცხრნენ თავს ფხუკეთს თუ სამიტამდე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე ის უტიფრობა და აღვირახსნილობა მაოცებს, რომელსაც სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლების დროს არავითარი საზღვარი და სამანი არ გააჩნია.
კი მაგრამ, კომაროვისკის, ორბანს, მაკ-კეინს, კარლ ბილდტსა და კიდევ სხვა ბილწებს ფხუკეთელ ბოზებთან რომ გაეტარებინათ დრო და ბიუჯეტის ფულებით ყირაზე გადასულიყვნენ, პოლონელები, უნგრელები, შვედები და ამერიკელები მადლობას გამოუცხადებდნენ და პოლიტიკურ დევნილად შერაცხდნენ, თუ ვირის აბანოში უკრავდნენ თავს და გაჩენის დღეს აწყევლინებდნენ“, – წერს „ასავალ-დასავალი“.