„26 მაისის მონაწილემ ადეიშვილის პროკურატურის ზეწოლის გამო თავი მოიკლა“

  „სახალხო კრების“ წევრები გაზეთ „პრაიმტაიმთან“ 26 მაისის აქციის მონაწილის ტრაგიკულად გარდაცვალების ისტორიას იხსენებენ. ოპოზიციონერები ენგულ მიქელთაძის გარდაცვალებაში ადეიშვილის პროკურატურას ადანაშაულებენ. 26 მაისის მონაწილემ „სახალხო კრების“ აქტიურმა წევრმა 71 წლის მამაკაცმა საბედისწერო ღამიდან 10 დღის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც აქციის მონაწილემ და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრმა ბესო ტაბატაძემ ჟურნალისტთან საუბრისას განმარტა, მიქელთაძეს აქციის შემდეგ, თითქმის ყოველდღე ურეკავდნენ წინა ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ მას, რაც მან ვერ გადაიტანა და მშობლების საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ენგულ მიქელთაძეზე ზეწოლის ფაქტებს იხსენებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე და „სახალხო კრების“ წევრი გია ბურჯანაძე .ბურჯანაძის განცხადებით, მიქელთაძე 26 მაისის აქციას შეეწირა. მისი თქმით, მოხუცმა მამაკაცმა მასზედ განხორციელებულ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.
„ენგულის აკითხავდნენ პროკურატურიდან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს. სამწუხაროდ, მან ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. ის არ იყო ერთადერთი ვინც 26 მაისს შეეწირა. ამ ადამიანმა ვეღარ გაუძლო, წავიდა ქუთაისში და მშობლების საფლავზე მოიკლა თავი“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ. ბურჯანაძემ 26 მაისის აქციის შემდგომ გარდაცვლილი კიდევ ერთი მონაწილე გაიხსენე, რომელიც მისი განცხადებით თიაქარით იყო დაავადებული და რუსთაველზე მიღებული დაზიანებების და ცემის გამო გარდაიცვალა. „მაისიდან ზუსტად 4 თვეში ჩემი მეგობარი ლექსო ფორჩხიძე, დარბევის დროს მიყენებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა. თიაქარი ჰქონდა და ეხვეწებოდა, მუცელში ნუ მიტყამთო, მაგრამ, როგორც კი ეს უთხრა, გამიზნულად დაუწყეს ცემა და ოთხ თვეზე მეტხანს ვეღარც იცოცხლა. გარდაცვლილების ოჯახები ახლაც „ნაციონალების“ ტერორის ქვეშ არიან“, – განაცხადა გია ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები