სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ფესტივალი – „გალობის მერცხლები“ გაიხსნა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ფესტივალი – „გალობის მერცხლები“ გაიხსნა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, სალოტბარო სკოლების ფესტივალში წელს უპრეცედენტო რაოდენობის 1000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
პროექტი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სვეტიცხოველში აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ და აღდგომის დღესასწაულის საგალობლები შეასრულეს.
ღონისძების შემდეგ, მონაწილეებმა ცნობილი ლოტბარის და მგალობელ ლია სალაყაიას ხსოვნას მიაგეს პატივი, რომელიც სამთავროს მონასტერშია დაკრძალული.
ფესტივალის მეორე ეტაპი 12-13 მაისს ბაგრატის საკათედრო ტაძარში გაიმართება, სადაც დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლები შეიკრიბებიან.
„გალობის მერცხლები” გასულ წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ ქართული ტრადიციული გალობის გაცოცხლებას ტაძრებში ღვთისმსახურებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები