ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე ემზადება არჩევნებისთვის – ჩვენ უკვე ვემზადებით მეათე, საიუბილეო გამარჯვებისთვის

,,ქართული ოცნების” წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, არჩევნებისთვის ოპოზიციის ნაწილი უკვე ემზადება.

მისივე თქმით, ისინი ამის თქმას ხმამაღლა და დამაჯერებლად ჯერ ვერ ბედავენ, რადგან, როგორც ჩანს გარედან დავალება ბოლომდე არ აქვთ მიღებული.

„ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე ემზადება არჩევნებისთვის. ისინი მართავენ შეხვედრებს რეგიონებში, ტრენინგებს, სემინარებს და ა.შ. რეალურად ისინი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ხმამაღლა და დამაჯერებლად ჯერ ვერ ბედავენ, რადგან, როგორც ჩანს გარედან დავალება ბოლომდე არ აქვთ მიღებული.

ჩვენ უკვე ვემზადებით მეათე, საიუბილეო გამარჯვებისთვის. უახლოეს კვირებში უკვე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ჩავალთ ყველა რეგიონში და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში”,- აცხადებს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები