გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: თვითონაც ვერ ერკვევიან რა უნდათ, ერთმანეთში აქვთ დაპირისპირება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დავალებას გარედან ელოდება.
„ისინი მთლიანად ორიენტირებულები არიან იმაზე თუ რა დავალებას მიიღებენ თავიანთი პატრონებისგან. არ აქვთ ჩამოყალიბებული სტრატეგია – თვითონაც ვერ ერკვევიან რა უნდათ, ერთმანეთში აქვთ დაპირისპირება. ძალაუფლების წყურვილი მათში ყველაფერზე მაღლა დგას და, ცხადია, ელოდებიან დავალებას“, – აცხადებს სოსიაშვილი.