“უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით” – ვახტანგ ჩოჩია
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ მან იმსჯელოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე. მათ შორის, საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ დამოკიდებულების გამკაცრებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით, არ ემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად აღასრულოს სამართალი”, – ამბობს ვახტანგ ჩოჩია.