გლდანის რაიონში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
მათივე ცნობიტ, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყო.
დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ქორეოგრაფიული ანსამბლი “ეგრისი”, ფოლკლორული ანსამბლი “ჩირაღდანი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბარაკონი” მიიღებენ. ყოველდღიურ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, ფოლკლორული ანსამბლები და სამუსიკო სკოლები იღებენ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.