„ზურა ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე ბექა პაპუაშვილთან კონფლიქტი ჰქონდა“
კორტებთან გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ლევან გაბუნიას ბრალდებას გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში პასუხობს. ლევან გაბუნია, 21 წლის შვილის – გიორგი გაბუნიას მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილს ამხელს. იური ვაზაგაშვილი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან გამომძიებლებს 70 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. რესპონდენტი გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას დედასთან საუბარს იხსენებს.
„მე და გაბუნიას დედა, ქალბატონი ციცინო ერთად დავდიოდით სანდრო გვირგვლიანის პროცესებზე. მაშინ მითხრა და თვითონვე იცოდა ამაზე, ჩემთან მოვიდნენ პაპუაშვილები და მითხრეს, განცხადება გააკეთე, რომ შვილი ვაზაგაშვილებმა მოგიკლესო. მე გავიკითხე და აღმოჩნდა, რომ მათ ერთმანეთთან ნაცნობის ნაცნობიც არ აკავშირებდათო“, – ამბობს იური ვაზაგაშვილი. ამასთანავე, იური ვაზაგაშვილი ინტერვიუში, მისი შვილისა და ბექა პაპუაშვილს შორის დაპირისპირებას ადასტურებს. „რაც შეეხება ბექა პაპუაშვილს, მასთან ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. იმ დღეს ზურა კაფეში იყო შეყვარებულთან ერთად. ისინიც სამნი იყვნენ გოგოებთან ერთად. ზურას მისთვის სანთებელა უთხოვებია და ამაზე მოუვიდათ შელაპარაკება. პაპუაშვილმა ის დანით დაჭრა. სამი ჭრილობა ჰქონდა, მათგან ერთი ხერხემალში. ამ ინციდენტიდან 2-3 დღეში მოუკლავთ ბექა პაპუაშვილი. ბექაც დაჰკითხეს, მაგრამ გარდაცვლილს იმდენი ჰყავდა განაწყენებული, პოლიციას ყველა ჰყავდა მოყვანილი და სავსე იყო საბურთალოს პოლიცია. ზურა მოწმის სახით დაჰკითხეს მაშინ. უკვე რამდენი წელია, ზურას გაკრიმინალება უნდათ. როდესაც კორტებზე ის ჩაცხრილეს, მაშინ გვითხრა ერთმა პოლიციელმა, რომ ზუსტად 2 მაისს მისთვის მიუციათ დავალება, რომ მისულიყო ბექა ბექა პაპუაშვილის ოჯახში, ეთხოვა, რომ ბექას მკვლელობაში ზურა დაედანაშაულებინათ და ამის შესახებ „რუსთავი2“-ში განცხადება გაეკეთებინათ. მშობლებმა ეს არ იკადრეს, მაგრამ გამოძებნეს ვიღაც ნათესავი – უშანგი კელენჯარიძე, რომელმაც ეს გააკეთა და მართლა იყო ასეთი სიუჟეტი“, – აცხადებს იური ვაზაგაშვილი ინტერვიუში. გარდა ამისა, გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის მამა კიდევ ერთი ახალგაზრდის მკვლელობის შესახებ საუბრობს. „კორტების ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, მიშიკო სეროდინაშვილი. მისი გასვენება იყო 2 მაისს, ზუსტად იმ დღეს, როცა ზურა მოკლეს. დედამისს გაუგზავნეს ხალხი და უთხრეს – რაღა გინდა, შენი შვილის მკვლელი ვაზაგაშვილი იყო და მოკლესო. როცა კლავდნენ, პოლიციელმა მიაძახა – აბა, რა გეგონა, შეგრჩებოდა მიშიკო სეროდინაშვილის სიკვდილიო? მისმა დედამ – პედაგოგი ქალბატონია, ბევრი ირბინა, ეძია და დარწმუნდა, რომ ჩვენს შვილებს შეხება საერთოდ არ ჰქონიათ და ის დღესაც იბრძვის სიმართლის დასადგენად… ასე, რომ მუშაოებენ და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ზურას კენედის მკვლელობა დააბრალონ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მე დღეს სამართალდამცველებს როგორც ზურას საქმის გამოძიებას ვთხოვ, ისე მოვითხოვ ბექა პაპუაშვილისა და გაბუნიას გარდაცვალების საქმეების გამოძიებასაც“, – აცხადებს იური ვაზაგაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში. ლევან გაბუნია, რომელსაც 21 წლის შვილი მოუკლეს, დანაშაულში გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილს ამხელს. გაზეთი „პრაიმტაიმი“ სათაურით – „რა კავშირი აქვს იური ვაზაგაშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ , მკითხველს 10 წლის წინათ, 21 წლის გიორგი გაბუნიას მკვლელობის საქმის დეტალებს სთავაზობს. როგორც ლევან გაბუნია გაზეთ „პრაიმტამთან“ ინტერვიუში აცხადებს, გიორგი გაბუნია 2004 წელს, თბილისში, მე-16 სართულიდან იმ მოტივით გადმოაგდეს, რომ ის ბექა პაპუაშვილის მკვლელობის ერადერთი მოწმე იყო. „10 წლის განმავლობაში სულაც არ ვყოფილვარ ჩუმად, სწორედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ძალისხმევით, სამჯერ დაიწყო შეწყვეტილი საქმის გამოძიება. ბოლოს, კი, როცა საქმე ქალაქის სამმართველოს გადაეცა, იქ პირდაპირ განმიცხადეს – სანამ სააკაშვილის მთავრობა იქნება, ამ სა