ლეწურწუმეში 5 კმ-იან გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.