რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ არ ავრცელებს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველ კადრებს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ არ ავრცელებს სამინისტრო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველ კადრებს.

მინისტრის თქმით, წარსულში უწყებამ ყოფილი პრეზიდენტის ამსახველი კადრები იმიტომ გაავრცელა, რომ სახელმწიფოს პატიმრის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ.

„დღეს არავინ ამბობს, რომ მას აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და ყოველდღე ჰყავს მნახველები. მას ნახულობენ ოჯახის წევრები, ადვოკატები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონკრეტულად, უკრაინის კონსული – ანუ, ყველა ის პირი, ვისაც ამის უფლება აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები