დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროისთვის, ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დეპუტატის სახლში სამართალდამცველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ხახუბიას შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
არსებული ინფორმაციითვე, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამავე ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.