კრემლის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი 20 ოქტომბერს რიაზანის რეგიონში ჩავიდა, სადაც მობილიზებულთა საწვრთნელი პოლიგონი დაათვალიერა.
Sky News–ი იტყობინება, რომ პოლიგონზე მისვლის დროს პუტინი ჯარისკაცს ჩაეხუტა, შემდეგ კი თოფიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მას თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ახლდა.
თუმცა, ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ერთ-ერთ ვიდეოში პუტინთან არის მამაკაცი, რომელსაც ხელში ბირთვული ჩემოდნისმაგვარი უჭირავს, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცავს რუსეთის ბირთვული არსენალის გააქტიურების კოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ სურათებში ჩემოდნის შიგთავსის გადამოწმება შეუძლებელია, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ეს არის პუტინის მორიგი მცდელობა, დააშინოს დასავლეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით.