ზუგდიდის თეატრის დასმა მაყურებელს ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბას“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარუდგინა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უჩვენეს სპექტაკლი „ჰაკი აძბა“ (რეჟისორი თორნიკე სულაბერიძე). 

როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლეო ქიაჩელის მოდერნისტული ელემენტებით სავსე ნოველა ეხება პატრიოტიზმს, ღირსებასა და ადამიანის სულიერ სიძლიერეს. ეს არის ისტორია ეროვნული თვითმყოფადობისა და გაუტეხელი სულის შესახებ.

სპექტაკლში მონაწილეობენ: გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, დათო ჩოგოვაძე, ზურაბ ანთელავა, გიგა აბულაძე, ზურაბ ლაშხია, კობა მატკავა, ანდრო შამუგია, რეზო ჯოჯუა, ლევან მამასახლისი, გიგა აბულაძე, ლევან გოგოხია, გიორგი ქობალია, ანა ბერელაშვილი, მერაბ კაკალია, სანდრო ჩიხლაძე და ქეთი მაქაცარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები