ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენი მძევლებისთვის ზიანის მიყენებას ვინც გაბედავს, ამის საფასურს გადაიხდის
ვინც გაბედავს ჩვენი მძევლებისთვის ზიანის მიყენებას, ის გადაიხდის ამის საფასურს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ეს შეთანხმება, პირველ რიგში, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით იყო მიღწეული და ასევე, იმ მტკიცე პოზიციის წყალობით, რომელიც დავიკავეთ მოლაპარაკებების დროს. ჩვენ არ მივიღებთ ამ შეთანხმების დარღვევას. დღეს, ჩვენი მძევლების გათავისუფლების დროს, ყველამ ვნახეთ შემაძრწუნებელი სცენები. ვინც გაბედავს ჩვენი მძევლებისთვის ზიანის მიყენებას, ის გადაიხდის ამის საფასურს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლებამ თავდაპირველად გადადო 110 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება, რადგან ხან-იუნისში, მძევლების გადაცემისას ადგილას, დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა, რამაც ქაოსი გამოიწვია. თუმცა, საბოლოოდ, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტისა და “ჰამასთან” მძევლების შეთანხმების ფარგლებში პატიმარი გაათავისუფლა.