კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა ორმხრივად აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.