შუა ხორგა-ყულევის გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო, დღეს, დილით აღნიშნული გზის მონაკვეთზე მდინარე ხობისწყალის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის შედეგად, საავტომობილო გზა დაიტბორა და დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.