“ჩვენ განადგურებას ცდილობენ, გავმაგრდეთ და ვიყოთ ძლიერები” – ზელენსკი კიევის სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა

“ჩვენ განადურებას ცდილობენ, უნდათ – მიწასთან გაგვასწორონ”, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ქვეყნის ქალაქების დღევანდელ დაბომბვას, მათ შორის, კიევის ცენტრის სარაკეტო იერიშს.

ზელენსკი მოუწოდებს მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ.

„სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229-ე დღეა ცდილობენ ჩვენ განადგურებას, ისინი ცდილობენ, აღგვგავონ პირისაგან მიწისა. ჩვენი ხალხის განადგურებას ცდილობენ, რომლებიც საკუთარ სახლებში ზაპოროჟიეში ცხოვრობენ; მოკლან ადამიანები, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამსახურებში მიდიან. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშის სირენა არ ჩუმდება. არის სარაკეტო დარტყმები. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს. გავმაგრდეთ და ვიყოთ ძლიერები”, – მიმართა მან მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები