ვლადიმერ ბოჟაძე: თუ რაიმე პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას, აქვს სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის გამო

“როგორც კი დამყარდება მშვიდობა, ეს ჩვენთვისაც იქნება ძალიან დიდი შეღავათი იმიტომ, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას, აქვს ბოლო სამი წელია და აქვს, სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის გამო”, – ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას.

მისი თქმით, რეალური პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ სურათს მთელ მსოფლიოში.

“ეს არის რეალური პოლიტიკის გატარება, დაბრუნება რეალიზმში და არა იმ აღქმაში, რომელშიც ცდილობდნენ, რომ ეცხოვრათ, არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის გამო.

ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია რეალობაზე და პატრიოტიზმზე კი არა, აღქმებზე საუბრობდა, ამიტომ რეალური პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ სურათს მთელ მსოფლიოში. როგორც კი დამყარდება მშვიდობა, ჩვენთვისაც ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი იმიტომ, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას, აქვს ბოლო სამი წელია და აქვს, სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის გამო”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და ორივე მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები