იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათგან 5 მოსწავლეა

იჟევსკის 88-ე საჯარო სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათგან 5 მოსწავლეა, 2 – დაცვის თანამშრომელი და 2 – მასწავლებელი.

ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.

იჟევსკის სკოლაში სროლა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი ადგილზე მოკლა, მისი ცხედარი პოლიციელებმა შენობაში იპოვეს.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა ტელეგრამში დაწერა, თავდამსხმელი ორი ტრავმატული პისტოლეტით იყო შეირაღებული.

მისივე თქმით, მსროლელის ვინაობა დადგენილი ჯერ არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები