ტელეკომპანია “ტაბულა” იხურება?

  გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “ტაბულას” ფინანსური პრობლემები აქვს, რაც შესაძლოა, მისი დახურვის საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, “ტაბულა” უკვე დატოვა ხათუნა იოსავამ, თუმცა თავად იოსავა აცხადებს, რომ “ტაბულას” თანამშრომელი არც არასდროს ყოფილა.
„ჭორია, რომ „ტაბულა“ იხურება. ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. მე ისედაც კონსულტანტად ვიყავი საინფორმაციო სამსახურში. ასე რომ, არ არის სწორი ინფორმაცია. კონსულტანტი ვიყავი, მეგობრულ ურთიერთობას ვაგრძელებ ჩვეულებრივად… თანამშრომელი არც ვყოფილვარ არასდროს და არც ახლა ვარ“, – ამბობს ხათუნა იოსავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები