იტალიის აღმოსავლეთით, მარკეს რეგიონში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვი. კიდევ ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე მაშველები 8 წლის გოგონას და 56 ქალს ეძებენ. ადგილიდან ევაკუირებულია 150 ადამიანი. ამავდროულად, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში და გადაინაცვლონ მაღალ სართულებზე, ვინაიდან კვლავ მოსალოდნელია ხანგრძლივი და ძლიერი წვიმა.
რეგიონში დახურულია ყველა სავაჭრო ცენტრი, აკრძალულია გადაადგილება ზოგიერთ შიდასაუბნო გზაზე.