მიხეილ ყაველაშვილი: არასოდეს, არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის და არც – საელჩოსთვის
“ჩვენ არასოდეს არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის და არც – საელჩოსთვის”, – ამის შესახებ დეპუტატმა და საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა მზადაა, ნამდვილი ღირებულებების გამზიარებელი გახდეს.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ეს პარტნიორობა, ნამდვილი ღირებულებები, რომელსაც ვეტრფით და საქართველოს მოსახლეობა მზად არის, ამ ღირებულებების გამზიარებელი გახდეს და ამ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გახდეს, რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რაც დღეს ხდება საქართველოში და არა იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც სარგებლობს ამ სიტუაციით, მავნებლობს და ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას. ლიბერალიზმის, დემოკრატიის ფარს ამოფარებულები აკეთებენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.