„სტოკჰოლმის სინდრომი“ – ნამდვილი ისტორია, რომელიც ცნობილი ტერმინის უკან იმალება
ტერმინი „სტოკჰოლმის სინდრომი“ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აღნიშნავს. ის საშუალებას აძლევს ადამიანის, რომელიც გატაცების ან ძალადობის მსხვერპლი გახდა, ნაცვლად შიშის ან სიძულვილისა, იგრძნოს სიმპათია და თანაგრძნობა აგრესორის მიმართ. მას საფუძვლად ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი უდევს.
თავად ტერმინი პირველად გამოიყენა კრიმინალისტმა და ფსიქოლოგმა, ნილსონ ბეირუთმა, როდესაც აანალიზებდა Kreditbanken-ში მომხდარ ძარცვას და ხალხის მძევლად აყვანის საქმეს. ამ მოვლენამ მთელი მსოფლიო შეძრა. 1973 წლის 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული დამნაშავე, იან-ერიკ ოლსონი სტოკჰოლმის ცენტრში, ნორმალმსტორგის მოედანზე, ბანკში შევიდა, მისი გაძარცვა დააპირა და დაიყვირა: „წვეულება მხოლოდ ახლა იწყება“.
მძარცველმა მძევლად სამი ქალი აიყვანა – ბირჯიტა ლუნდბლადი, კრისტინ ენმარკი, ელიზაბეტ ოლდგრენი და მამაკაცი სვენ სეფსტრემი, რომლებსაც მასთან 131 საათის გატარება მოუხდა. მძევლებს მან ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩამოკიდა და ბანკის საცავში გაგზავნა. დამნაშავემ მოითხოვა, რომ მოეყვანათ მისი მეგობარი და თანამესაკნე კლარკ ულოფსონი. გარდა ამისა, მან სამი მილიონი შვედური კრონი, ორი იარაღი, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ჩაფხუტი და სწრაფი ავტომობილიც მოითხოვა. ოლსონი არ იყო ახალბედა კრიმინალურ სამყაროში. ის უკვე დადანაშაულებული იყო ძალადობრივ ქმედებებში, ხოლო თავისი პირველი ძარცვა მან 16 წლის ასაკში ჩაიდინა.
თანამესაკნე კლარკ ულოფსონი მომდევნო დღეს მოიყვანეს. ოლსონმა მოითხოვა მანქანა, რათა მიმალულიყო, მაგრამ მას უარი უთხრეს. იმავე დღის მეორე ნახევარში დამნაშავე დააკავშირეს მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ულოფ პალმთან. ერთ-ერთმა მძევალმა, კრისტინ ენმარკმა, სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა: „თქვენ მე მამწუხრებთ, მე არ მეშინია ამ ორი მამაკაცის, ისინი ჩვენ გვიცავენ“. გარდა ამისა, ის ითხოვდა, რომ დამნაშავეებს შეერთებოდა. მთელი შვედეთი გაოგნებული იყო გოგონას ქცევით.
მესამე დღეს რადიოარხებზე გადმოსცეს, რომ პოლიცია კედლის გახვრეტას აპირებდა, რათა შეტევა განეხორციელებინა. ცხადია, დამნაშავეები და მათი მძევლებიც უსმენდნენ რადიოს. 28 აგვისტოს იან-ერიკ ოლსონმა მოთმინება დაკარგა და წყობილებიდან გამოვიდა, მან ჭერი დაცხრილა და პოლიციელი დაჭრა.
იმავე დროს, მძევლები სრულად ემორჩილებოდნენ გამტაცებლებს, ასრულებდნენ მათ მითითებებს და მათ მიმართ სიმპათიებიც კი გაუჩნდათ. მოგვიანებით, ოლსონი ასევე წერდა, რომ რამდენიმეჯერ მძევლებმა პოლიციელების წინ ცოცხალ კორდონი მოაწყვეს, რათა დამნაშავეები არ მოეკლათ.
9 საათზე შეტევა მაინც განხორციელდა, პოლიციამ შენობაში შესვლა და დამნაშავეების გაუნებელყოფა მოახერხა. ოპერაციის დროს კრისტინ ენმარკი ყვიროდა: „ხელი არ ახლოთ, მათ ჩვენთვის არაფერი გაუკეთებიათ“. ხოლო უკვე ასობით კამერის წინაშე მან კლარკ ულოფსონს მიმართა: „შეხვედრამდე“.
ენმარკის და სხვა მძევლების ქცევამ ქვეყანა ურთიერთწინააღმდეგობაში მოიყვანა.
„მე ისინი არ მაშინებენ, ახლა მე პოლიციელების მეშინია“, – განაცხადა ენმარკმა.
ელისაბედ ოლდგრენმა მოგვიანებით აღიარა, რომ ოლსონს ძალიან კეთილად თვლიდა, ვინაიდან მან უფლება მისცა, ბანკის იატაკზე მყოფ ქალს ემოძრავა. სეფსტრემმა მოყვა, რომ გამტაცებლების მადლიერიც კია. „როდესაც ოლსონი კარგად გვექცეოდა, ჩვენ მას თითქმის ღმერთად მივიჩნევდით“.
იან-ერიკ ოლსონი 8-წლიანი პატიმრობის შემდეგ ამნისტიაში მოყვა და მას შემდეგ რაც ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა, საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. ის საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ტაილანდში გადავიდა. ციხეში ოლსონი ბევრ წერილს იღებდა თაყვანისმცემლებისგან, რომელთაგან ერთ-ერთზე შემდეგ დაქორწინდა კიდეც.
„ჩვენ ბევრჯერ დაგვკითხეს გათავისუფლების შემდეგ, მაგრამ არავის აღელვებდა ჩვენი საჭიროებები და სურვილები, ისინი მხოლოდ სტოკჰოლმის სინდრომზე გვეკითხებოდნენ“, – იხსენებს ენმარკი.
მოგვიანებით, გოგონა სწავლობდა სოციოლოგიას და ფსიქოთერაპევტიც კი გახდა. მან დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი „მე მქონდა სტოკჰოლმის სინდრომი“.
კრისტინ ენმარკმა აღიარა, რომ განსაკუთრებულ გრძნობებს განიცდიდა ერთ-ერთი დამნაშავის, კლარკ ულოფსონის მიმართ. მძევლად აყვანიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი რეგულარულად დადიოდა მასთან ციხეში და წერილებს სწერდა.