მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანში მიმდინარეობდა და ასეულის დონეზე ამოცანაზე ორიენტირებულ მომზადებას ისახავდა მიზნად.

“სწავლების განმავლობაში “ბრავო” ასეულმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ასეულმა დასახლებულ პუნქტში შეტევითი ოპერაცია და დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, შენობაში განლაგებული მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით რეიდი განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო სნაიპერთა ჯგუფი, რომელსაც ოპერაციის რაიონის იზოლირება დაევალა. წვრთნებში გამოყენებული იყო საცეცხლე მხარდაჭერის, გამრღვევი და მოიერიშე ელემენტები, ასევე დრონი, სსსტც “დელტას” წარმოების ხელყუმბარები და სხვა შეიარაღება”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები